 | დასახელება: შავი ქორის დაცემა გამოსვლის წელი: 2001 ჟანრი:
დრამა, მძაფრ-სიუჟეტიანი, ისტორიული, საომარი რეჟისორი: რიდლი სკოტი როლებში:
ევან
მაქგრეგორი, ჯოშ ჰართნეთი, უილიამ ფიჩნერი, თომ საიზმორი, ერიკ ბანა
ფილმის
შესახებ: შავი მიმინოს ვარდნა - სამხედრო ისტორიული დრამაა,
რომელიც რეალულ მოვლენებზეა დაფუძნებული და ვიეტნამის დროიდან აშშ-ს
ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული სამხედრო ოპერაციის კინოქრონიკას წარმოადგენს.
ფილმის მოქმედება ხდება 1993 წელს სომალიში, სადაც სამოქალაქო ომი
მიმდინარეობს და მასიურად იხოცება ხალხი. საკუთარი ხალხის გენოციდში ბრალი
ედება ორ საველე მეთაურს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ს მხრიდან
მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის შეტანას.
სამშვიდობოელების კონტიგენტი ვერ ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას. ამიტომ
ამერიკული არმიის მეთაურობა შეიმუშავებს ელვისებური ოპერაციის გეგმას,
რომლის მსვლელობისას ელიტური ჯარის ”დელტა” დანაყოფი ასობით რეინჯერის
დახმარებით უნდა გაემგზავროს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში. ოპერაციის
მიზანია - მოწინააღმდეგეთა მთავარი ლიდერის, გენერალ მოჰამედ ფარაჰ აიდიდას
შეპყრობა და მისი ბაზაზე ჩაყვანა. თუმცა მტრის დაზვერვას არ სძინავს და
ამერიკელთა რაზმი ჩასაფრებული მტრის ალყაში ხვდება, რის შედეგადაც კარგად
დაგეგმილი ოპერაცია სისხლიან სასაკლაოს ემსგავსება. ფილმის მოვლენათა
შემდეგი განვითარება - ესაა განუწყვეტელი ბრძოლა, ყველაზე ხანგრძლივი,
რომელიც ვიეტნამის ომის პერიოდიდან ჰქონია ამერიკის არმიას. ოპერაცია,
რომელიც რამდენიმე საათზე იყო გათვლილი, გადაიქცა ნამდვილ ომად, რომელმაც
19 ამერიკელისა და 1000-ზე მეტი სომალელი სიცოცხლე შეიწირა.
გამომშვები:
აშშ, ჯერი ბრუკხაიმერ ფილმზი, რევოლუშენ სტუდიოსი, სქოთ ფრი პროდაქშენსი გახმოვანება:
პროფესიონალური
(სრული დუბლირება) ხარისხი:
HDRip ფორმატი:
MKV
|
|